четверг, 24 апреля 2014 г.

პროექტი-ჩემი სოფლის კულტურული ძეგლები


პროექტის აქტუალობა: საზოგადოება გაეცნობა ამ ძეგლების შესახებ ინფორმაციას, თუ რა ისტორიულ-კულტურული ღირებულება გააჩნია მათ.ინფორმაცია განთავსდება ინტერნეტში და ნებისმიერი დაინტერესებული პირს შეეძლება ამ ძეგლების შესახებ ინფორმაციის მოძიება. მოხდება სოფლის პოპულარიზაცია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეისწავლიან თავისი სოფლის კულტურულ ძეგლებს, თითეული ძეგლის ისტორიას, თქმულებებსა და რეალურ ფაქტებს ამ ადგილებთან დაკავშირებით.განივითარებენ კვლევის, ჯგუფური მუშაობის, ინტერვიუს აღების,სხვადასხვა მასალების შექმნის და მოპოვებული ინფორმაციის სხვებისთვის გაზიარების უნარებს.
მონაწილეთა ასაკი: 14-17 წელი;
ვადები/ხანგრძლივობა: 2 თვე;
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეებს განუვითარებს ექსპერიმენტული მუშაობის, ჯგუფური მუშაობის უნარ-ჩვევებს, გაეცნობიან ინტერვიუს აღების წესებს,შეიძენენ ტექნოლოგიებთან მუშაობის ჩვევებს, მოეწყობა ექსკურსიები აღნიშნული ძეგლების მონახულების მიზნით, მოეწყობა პრეზენტაცია, ფოტოგამოფენა , შეიქმნება ბლოგი,დამზადდება ბუკლეტები.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: ფოტოაპარატი, ვიდეოკამერა, კომპიუტერი,შესაბამისი ლიტერატურა,პროექტორი.
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები): ჯგუფების შედგენა,დავალებების მიცემა. როგორიცაა: მასალის მოძიება ბიბლიოთეკაში და ინტერნეტში, ინტერვიუს აღება სოფლის უხუცესებისაგან, ადგილზე ფოტო და ვიდეოგადაღებები, მოძიებული მასალის დახარისხება და ანალიზი, პრეზენტაციის გაკეთება, ფოტოგამოფენა, ბუკლეტის დამზადება, ბლოგის აწყობა.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: 
ისტორია- კულტურული ძეგლების აღწერა, წარსული ისტორიის კვლევა;
გეოგრაფია- მდებარეობის განსაზღვრა, ლანდშაფტის, ნიადაგის და რელიეფის ფორმების აღწერა;
უცხო ენა- უცხოური წყაროების მოძიება და თარგმნა;
მათემატიკა- ფართობის განსაზღვრა;
ისტი- ინფორმაციის მოძიება ინტერნეტში,პრეზენტაციის გაკეთება, ბლოგის შექმნა.
მოსწავლეს შეუძლია მსჯელობა ქართული კულტურის სხვადასხვა დარგის ჩამოყალიბებისა და განვითარების შესახებ. წერილობით აღწერს და ახასიათებს მის საცხოვრის დასახლებულ პუნქტში (ქალაქში, სოფელში, რაიონში) მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეა შეყელაშვილი.
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: tea.shekelashvili@gmail.com
პროექტის ვებ- გვერდი/ ბლოგი: